ამბროლაურში საკონსულტაციო საბჭოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რიგგარეშე საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის შემადგენლობაში გუბერნატორთან ერთად, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები შედიან.
არჩილ ჯაფარიძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხი განიხილა. განსაკუთრებული ყურადღება რეგიონში დაგეგმილ ჰიდრო -ენერგო ობიექტების მშენებლობას დაუთმო, მუნიციპალიტეტების მერებს კი სთხოვა, მოიპოვონ სრულყოფილი ონფორმაცია აღნიშნულ საკითხზე და მას შემდეგ, ღიად უპასუხონ საზოგადოების შეკითხვებს.
თათბირზე ასევე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები: ქალაქ ამბროლაურის საკანალიზაციო ქსელის მოწყობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დროულად მიწოდება შესაბამის სტრუქტურებთან, დაფინანსების მოპოვების მიზნით, საზედამხედველო კომპანიის – ,,შპს ესქპერტიზა, მშენებლობა, დიზაინი“-ს მიერ გაწეული სამუშაობი და სხვადასხვა საკითხები.
ასევე, გუბერნატორის მითითებით, რეგიონში მასშტაბური დასუფთავების აქცია დაიგეგმა.

Visited 120 times, 1 visit(s) today