ანგელა მერკელი და ევროკავშირის მაღალჩინოსნები სირიელ ლტოლვილთა ბანაკში ჩასვლას გეგმავენ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი და ევროკავშირის მაღალჩინოსნები თურქეთი-სირიის საზღვარზე მდებარე სირიელ ლტოლვილთა ბანაკში გეგმავენ ჩასვლას. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
მერკელი ბანაკს დაათვალიერებს და თურქეთის პრემიერ-მინისტრ, აჰმედ დავუთოღლუს შეხვდება. მერკელთან ერთად თურქეთში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ფრანს ტიმერმანსი ჩავლენ.
შეხვედრის თემა იქნება ევროკავშირსა და თურქეთს შორის გაფორმებული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც თურქეთმა თავისი ტერიტორიიდან საბერძნეთში გადასული მიგრანტები უკან უნდა მიიღოს.
თურქეთი ევროკავშირისგან სანაცვლოდ ელოდება სავიზო რეჟიმის გაუქმებას. ოფიციალური ანკარას განცხადებით, თუ თურქეთის მოსახლეობა ვერ შეძლებს ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილებას, მაშინ ლტოლვილებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება ჩაიშლება.

Visited 203 times, 1 visit(s) today