ანტიკორუფციული სისტემის გასაძლიერებლად მუშაობა იწყება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში პროექტის „გამჭვირვალობისა და ანტიკორუფციული სისტემის გაძლიერება“ – ფარგლებში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ეკა სეფაშვილი, USAID-ის და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლები. პროექტი მიზნად ისახავს სამინისტროში მმართველობის პრინციპების გაუმჯობესებას, საჯარო ეთიკის დახვეწასა და კორუფციის პრევენციისთვის სტრატეგიის შემუშავებას. პროექტის ფარგლებში შემუშავდება ახალი სტანდარტები, რომელიც სამინისტროში ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის გაზრდას უზრუნველყოფს.
შეხვედრაზე განიხილეს პროექტით გათვალისწინებული მიზნები, ამოცანები და ღონისძიებები. პროექტის ერთ-ერთი მიზნის შესაბამისად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოს მთავრობის ღია მმართველობის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმას შეუერთდება.
პროექტი შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა” პროგრამის (USAID Good Governance Initiative in Georgia (GGI) Project) მხარდაჭერითა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მონაწილეობით ხორციელდება.

Visited 88 times, 1 visit(s) today