არჩევანი გავაკეთე საქართველოს მშვიდობიანი განვითარების, ჩვენი ევროპული არჩევანის სასარგებლოდ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს მე გავაკეთე არჩევანი საქართველოს მშვიდობიანი განვითარების, ჩვენი ევროპული არჩევანის სასარგებლოდ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დიდუბის საარჩევნო ოლქის 44-ე საარჩევნო უბანზე განაცხადა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას მიმართა, მაქსიმალურად იაქტიურონ, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გამოხატონ თავიანთი პოზიცია.

“დავაფიქსიროთ პოზიცია, რომელიც საქართველოს განვითარების, ჩვენი შვილების უკეთესი მომავლის ინტერესებშია”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Visited 91 times, 1 visit(s) today