სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე რეგიონში მიმდინარე პროექტების მონიტორინგში პირადადაა ჩართული. მან დღეს სოფელ კრიხსა და იწაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელთან ერთად, საპიკნიკე ფანჩატურების მშენებლობა მოინახულა. დათვალიერებისას გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები, რის შესახებაც ეცნობათ მუნიციპალიტეტის მერიასა და შემსრულებლებს. აღნიშნული პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსებით ხორციელდება და მათი მშენებლობა მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.
Visited 79 times, 1 visit(s) today