აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

20/04/2016

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო რვა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 90 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9,050 პროცენტით, მაქსიმალური 9,550 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9,325 პროცენტით განისაზღვრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0