რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მოხალისეებთან ერთად საჩუქრები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ 7 ოჯახს გადასცეს. “ივლისი – სიკეთის თვე რაჭაში“ არის პირველი აქცია, რომლის ფარგლებშიც საჯარო და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით და თითოეული ადამიანის მიერ გამოჩენილი კეთილი ნებით, შესაძლებელი იქნება რაჭაში მცხოვრები, სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახების ხელშეწყობა და წახალისება.
აქციიასთან დაკავშირებით მთელი თვის მანძილზე, დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები, გამოფენა-გაყიდვები, სპეციალური დღეები, საქველმოქმედო საღამოები. “სიკეთის აქციაში“ ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია…
ახალგაზრდების ინიციატივით, ქ. ამბროლაურში, “ხვანჭკარის ბოთლის“ წინ მდებარე მრგვალ მაღაზიასთან დაიდგა სპეციალური ყუთი, სადაც მყიდველებს სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ საკუთარ შენაძენთან ერთად, აქციის ფარგლებში დამატებით შეიძინონ +1 იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებათ.
მიმდინარეობს ტანსაცმლის, წიგნების, სათამაშოების, სხვადასხვა საოჯახო ნივთების შეგროვება, რომლის ფარგლებშიც მსურველებს შეუძლიათ უსასყიდლოდ გადასცენ ნივთები სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს; (მის: ქ. ამბროლაური, კოსტავას ქ. N39, მეორე სართული – ზრდასრულთა განათლების ცენტრი)
გამოიყო სპეციალური დღეები კომპანიებისთვის და ამ დღეებში ხორციელდება კონკრეტული კომპანიის მიერ დაგეგმილი აქციები!
თითოეული ჩვენგანის მონდომებით და ერთად გაკეთებული კეთილი საქმით, რაჭაში მცხოვრები ბევრი ოჯახის გახარებას შევძლებთ!