აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის დაკმაყოფილების მიზნით, საქართველოს რკინიგზა დამატებით, ჩქარ, ელექტრომატარებელს ზუგდიდის მიმართულებით ნიშნავს. მატარებელი თბილისიდან 29 აპრილს და 1 მაისს, ხოლო ზუგდიდიდან 30 აპრილს და 2 მაისს შესრულდება ორ-ორი რეისი. გასვლა თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 00:35, ჩასვლა ზუგდიდში 06:36, ზუგდიდიდან გასვლა 01:30, ჩასვლა თბილისში 07:05.
ხვალიდან, 28 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, ყოველდღიურ მსვლელობაში, დამატებით, ჩაერთვება ჩქარი ელექტრომატარებელი თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით. გასვლა თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 10:25, ჩასვლა სენაკში 14:37, სენაკიდან გამოსვლა 19:35, ჩამოსვლა ქ. თბილისში 23:45.