აშშ-ის სახელით მეხანძრე-მაშველებს საჩუქრად ფეხსაცმელები გადაეცათ

26/08/2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარ სამმართველოს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი ეწვია.
ელიზაბეტ რუდმა აღფრთოვანება გამოხატა ბორჯომის ხეობაში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველების პროფესიონალური მუშაობის გამო: „ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ქართველი მეხანძრეების თავდადებით. ისინი ნამდვილად გმირულად მუშაობენ ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ჩასაქრობად. ჩვენ ვიცით, რამდენად უნიკალური და მნიშვნელოვანია ბორჯომის ეროვნული პარკი”, – აღნიშნა მან.
აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, აშშ-ს სახელით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებს, მხარდაჭერის სახით, 500 წყვილი სახანძრო-სამაშველო ფეხსაცმელი საჩუქრად გადასცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0