ბადრი ლიპარტელიანმა ლენტეხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურის, სამშენებლო ზედამხედველობის სამხახურის უფროსთან, ლევან ლიპარტელიანთან ერთად, ლენტეხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერს. დაიწყო ამაღლების ეკლესიამდე მისასვლელი კიბის მოწყობა. კიბეები მოეწყობა გრანიტის ფილებით, ლითონის მოაჯირებითა და გარე განათებით.პროექტის ღირებულება შეადგენს-( 326,435 ლარს.) ასევე გასულ წელს დაიწყო და წელს განახლდა ლ. მუსელიანის სახელობის მუზეუმში, მაჩუბის საგამოფენო დარბაზის მოწყობა. პროექტის ღირებულება – (82,749 ლ. ) სოფელ ლესემაში მიმდინარეობს კომბინირებული მინისტადიონის მოწყობის მეორე ეტაპი, ბეტონისა და ხელოვნური საფარის დაგება . ანალოგიური სამუშაოები მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის 6 სოფელში. პროექტის ღირებულება შეადგენს-( 119.000 ლარს.) ტენდერზეა გასული და მალე დაიწყება სოფ. ლესემის ხიდის რეაბილიტაცია, პროექტის ღირებულება შეადგენს 38.000 ლარს.

Visited 239 times, 1 visit(s) today