ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ზედა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხილის გამოფენა გაიმართა. უკვე ტრადიციად ქცეულ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბათუმის ბოტანიკური ბაღის ეგზოტური და ადგილობრივი ფლორის საკვებად ვარგისი 30 სახეობის ციტრუსი და 50-მდე სახეობის ხეხილ-კენკროვნები. მოეწყო როგორც ნედლეულის, ასევე მისგან დამზადებული პროდუქციის დეგუსტაცია.
Visited 187 times, 1 visit(s) today