ბათუმის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით ბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის აჭარის ხელოვნების მუზეუმში ექსკურსია მოეწყო. ბათუმის სხვადასხვა საჯარო სკოლის ოცმა მოსწავლემ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორებთან ერთად აჭარის ხელოვნების მუზეუმში განთავსებული ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები, კერამიკის, ხის, მინის, ჭედურობის, გობელენის ნიმუშები და სკულპტურები დაათვალიერეს. მოზარდებს აჭარის ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა სხვადასხვა სამუზეუმო ექსპონატების შესახებ პირადად მიაწოდა ინფორმაცია. ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანია მოზარდებში პროკურატურის მიმართ ნდობის ამაღლება და დანაშაულის პრევენცია.