ბათუმში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ,BATUMI MUSICFEST” გრძელდება. ფესტივალის ფარგლებში იუნესკოს მშვიდობის ელჩი – ელისო ბოლქვაძე და მაესტრო მიშელ სონი, ჩოხატაურის მუნიციპალიტში იმყოფებიან.
სტუმრები, ხელოვნების სასახლეში გურიის გუბერნატორს, ზურაბ ნასარაიას და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას შეხვდენენ. ამ წუთებში, მაესტრო მიშელ სონი ახალგაზრდა პიანისტებისათვის მასტერკლასებს ატარებს.
18 საათზე, გაიმართება ნორჩი მუსიკოსების კონცერტი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ეძღვნება. კონცერტში ახალგაზრდა ქართველი და ლიეტუველი ახალგაზრდა შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.
Visited 124 times, 1 visit(s) today