ბენეფიციარებს ეტლები ინდივიდუალურად, წინასწარ შესწავლილი ზომებისა და საჭიროების მიხედვით შევურჩიეთ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურიაში ბენეფიციარებს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის განკუთვნილი ეტლები გადაეცათ. 40 ახალი ეტლი რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაციამ „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ჩამოიტანა.
გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან და ოზურგეთის მერის მოადგილე ირაკლი სირაძესთან ერთად, ოზურგეთის სოფლებში, ბენეფიციარებს სახლში ესტუმრა და ეტლები გადასცა. რწმუნებული ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

„ბენეფიციარებს ეტლები ინდივიდუალურად, წინასწარ შესწავლილი ზომებისა და საჭიროების მიხედვით შევურჩიეთ. ჩვენ, ასოციაციასთან კოორდინირებული მუშაობით, მსგავს დახმარებას მომავალში სხვა პირებსაც გავუწევთ და მათი პირობების გაუმჯობესებაზე ვიზრუნებთ“ – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

2014 წლიდან – დღემდე რეგიონის მასშტაბით 700 – მდე ეტლი დარიგდა.

Visited 25 times, 1 visit(s) today