ბიძინა ივანიშვილი საქართველოს წარსულია

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს საზოგადოების არჩევანი არც “ნაციონალური მოძრაობა” და არც “ქართული ოცნებაა”, – ამის შესახებ ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ PALITRANEWS-ის გადაცემაში ”360 გრადუსი” სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მომავალი მთავრობის დაკომპლექტება ახალი პოლიტიკური ძალების გადასაწყვეტი იქნება.

”ბიძინა ივანიშვილი საქართველოს წარსულია, ისევე, როგორც სააკაშვილი. არც ”ქოცები” და არც ”ნაცები” არ არის საქართველოს საზოგადოების არჩევანი. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა კვლევებით. ამიტომ ახალი პოლიტიკური ძალების გადასაწყვეტი იქნება საქართველოს მომავალი მთავრობის დაკომპლექტება”, – აღნიშნა ალასანიამ.

Visited 91 times, 1 visit(s) today