ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში განახლებული ატრაქციონები ამუშავდება

ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკი თვის ბოლოდან პატარებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება. პარკში პატარებისთვის განახლებული ატრაქციონი ამუშავდება. ატრაქციონის ავტოდრომისა და მანქანების შეკეთების სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია აწარმოებს. შპს ,,ელვაკომის“ მუშათა- ბრიგადა ამ ეტაპზე ავტოდრომის გისოსით შემოღობვას ახორციელებს. რის შემდეგაც აღდგება არსებული 7 მანქანა, განახლდება ელექტროგაყვანილობა და გადაიხურება სახურავი. როგორც გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 2 კვირაში დასრულდება.
სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე ატრაქციონის განახლების სამუშაოები დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა პირველ მოადგილესთან ერთად მოინახულა.

Visited 282 times, 1 visit(s) today