ბოლნისის მუნიციპალიტეტში 7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზაზე 7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტირებული მონაკვეთი ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, იწყება მდ. მაშავერას ხეობაში, გადის სოფლებს: ქვეში, ჯავშანიანი, კიანეთი და კაზრეთის გადასახვევზე სრულდება. პროექტის შესაბამისად გზის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა: დაიგო ცემენტ-ბეტონის საფარი და რეაბილიტირდა არსებული ხიდი; მოეწყო წყალგამტარი მილები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები; ასევე, მოეწყო ავტოპავილიონი და ავტობუსის გაჩერებები; განხორციელდა გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.
ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზა სომხეთის რესპუბლიკის საზღვრამდე მიდის და მისი კეთილმოწყობა მინიშვნელოვანია როგორც სატრანზიტო გადაზიდვებისთვის ასევე, ბოლნისისა და დმანისის ტურისტული ობიექტებამდე კომფორტული გზით მისვლის თვალსაზრისით. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 6 755 811 ლარია.

Visited 106 times, 1 visit(s) today