ბოლნისის ცენტრალუქრ ქუჩაზე ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ქალაქ ბოლნისის იერსახეზე ზრუნვა და საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა გრძელდება. ბოლნისის ცენტრალუქრ ქუჩაზე ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ძველი ფილების დემონტაჟი, რომლის ადგილზეც მოხდება ადგილობრივი ბაზალტის ფილების დაწყობა. აღდგება გარე განათებები თანამედროვე ლედ ნათებებით. მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. რიკო ახორციელებს, რომელმაც სამუშაოები 40 დღის განმავლობაში უნდა დაასრულოს.
სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად დაათვალიერა.

Visited 171 times, 1 visit(s) today