ბოლნისში ქუჩების ქვაფენილით მოპირკეთება მიმდინარეობს

ბოლნისში, ადგილობრივი ბაზალტით ქვაფენილით მოპირკეთების სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დაიწყო, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ასრულებენ. მერაბ კოსტავასა და წისქვილის ქუჩების პარალელურად გზის ქვაფენილით მოპირკეთება ფარნავაზ მეფის, შოთა რუსთაველისა და ლადო ასათიანის ქუჩებზეც მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.
პროექტის ფარგლებში მოეწობა ტროტუარები და სანიაღვრე ცხაურები. სამუშაოებისას ადგილობრივი მაცხოვრებლები დასაქმდებიან.

Visited 212 times, 1 visit(s) today