ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე, ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება.

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით და კომპანია “IDS ბორჯომი საქართველოს” ინიციატივით, ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება. მხოლოდ საგაზაფხულო სამუშაოებზე, პლატოს ტერიტორიაზე 2000-მდე კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიის ერთობლივი პროექტი ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე უკვე მეხუთე წელია ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, 4 ჰექტარამდე ფართობზე, ჯამში 17 000-მდე ნერგი დაირგო. პროექტი ნერგების მოვლა-პატრონობის 5 წლიან გეგმასაც ითვალისწინებს. ღინისძიებას დიპლომატიური კორპუსის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კამპანიის მიზანია, ბორჯომის ტყის აღდგენა-განახლება და ასევე, ტყის აღდგენის პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობა. კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიზანი, ბორჯომის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და ტყის საფარის ეფექტური აღდგენაა.

Visited 88 times, 1 visit(s) today