ბრიუსელის აეროპორტს რეისების შეჩერების გამო, დღეში 5 მილიონი ევროს ზარალი მიადგა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბრიუსელის აეროპორტს ტერაქტების შემდეგ რეისების შეჩერების გამო, დღეში 5 მილიონი ევროს ოდენობის ზარალი მიადგა. ამის შესახებ ადგილობრივი მედიის ცნობით, ბრიუსელის ავიახაზების წარმომადგენლები აცხადებენ.

აღსანიშნავია, რომ ბრიუსელის აეროპორტში ტერაქტები 22 მარტს განხორციელდა. მოგვიანებით აფეთქება მოხდა ბრიუსელის მეტროშიც. შედეგად დაიღუპა 32 ადამიანი.

მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. მომხდარის შემდეგ აეროპორტი დაახლოებით 10 დღის განმავლობაში დაკეტილი იყო. რეისები გუშინ, 3 აპრილს განახლდა.
ამ დროისთვის აეროპორტში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. მგზავრებს რამდენიმეჯერ ამოწმებენ.

Visited 191 times, 1 visit(s) today