ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი ჩინგიზ ფარზალიევს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიმართა აზერბაიჯანის ნაციონალური ხელოვნების მუზეუმის დირექტორის, აზერბაიჯანის სამხატვრო აკადემიის კათედრის გამგის, პროფესორ ჩინგიზ ფარზალიევის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ჩინგიზ ფარზალიევს ჯილდო გადაეცა ქართულ–აზერბაიჯანული კულტურული ურთიერთობის განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის.

Visited 199 times, 1 visit(s) today