ბუნებრივია, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია გაფართოვდება, დაიხვეწება და მასში ყველა ჯალათი აუცილებლად მოხვდება

ბუნებრივია, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია გაფართოვდება, დაიხვეწება და მასში ყველა ჯალათი აუცილებლად მოხვდება, – ამის შესახეხბ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ზუგდიდში, თემის კომენტირებისას განუცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ გადადგა ამ მიმართულებით. მამუკა ბახტაძის თქმით, სიაში შეყვანილია 33 ადამიანი, რომელთაგან თითოეულს ბრალი ედება უმძიმეს დანაშაულებში საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ.

“ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს არის სია, რომელიც აუცილებლად გაფართოვდება. გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც თქვენ დაასახელეთ და რომელსაც, რა თქმა უნდა, სჭირდება შესაბამისი ორგანოების დასკვნები და სამართალდამცავი ორგანოები 24 საათი მუშაობენ ამ თემაზე, ამ სიაში მოხვდებიან არა მხოლოდ უშუალო შემსრულებლები, არამედ ის ადამიანები, რომლებმაც მათ ხელი დააფარეს. მინდა, ყველას შეგახსენოთ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ გადადგა ამ მიმართულებით. ბუნებრივია, ეს სია გაფართოვდება, დაიხვეწება და მასში ყველა ჯალათი აუცილებლად მოხვდება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Visited 141 times, 1 visit(s) today