გამარჯვებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ბოლნელს“ ბოლნისის მერიამ საზეიმო დახვედრა მოუწყო

ბულგარეთში გამართულ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალში გამარჯვებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ბოლნელს“ ბოლნისის მერიამ საზეიმო დახვედრა მოუწყო. 500 თავდადებული ბოლნელის სახელობის ქართული ეროვნული ცეკვების სახალხო ანსამბლი „ბოლნელი“ ბულგარეში გამართული რიგით 22-ე საერთაშორისო ფოლკლორული კონკურს-ფესტივალის „ველიკო ტერნოვოს“ ტრიუმფატორი გახდა. ანსამბლმა კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა, ბოლნისელი მოცეკვავეები ასევე მაყურებლების ფავორიტებიც გახდნენ. საქართველოში დაბრუნებულ ანსამბლ „ბოლნელის“ წევრებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სიურპრიზი გაუკეთა და მათ საზეიმო დახვედრის ცერემონია მოუწყო. მიღწეული წარმატებისთვის ანსამბლსა და მის ხელმძღვანელს კობა ჟღენტს მუნიციპალიტეტისგან მადლობის სიგელი გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ორგანიზატორებისა და ჟიურის გადაწყვეტილებით, 28-დან 31 ივლისის ჩათვლით, ანსამბლი „ბოლნელი“ ბულგარეთის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ქალაქ პლოვდივში გამართულ ფესტივალშიც იღებდა მონაწილეობას.

Visited 151 times, 1 visit(s) today