განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან 5 ახალი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, კომიტეტთან 5 ახალი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება, რომლებიც სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე იმუშავებენ. გივი მიქანაძის თქმით, საკონსულტაციო საბჭოების შექმნა მნიშვნელოვანია საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებისთვის.

„სკოლამდელი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე იქნება, ზოგადი განათლების საბჭოს თავმჯდომარე – ბაია კვიციანი, პროფესიულ მიმართულებას მარიამ ლაშხი უხელმძღვანელებს, უმაღლესი განათლების საბჭოს მე გავუძღვები, მაია მენაღარიშვილი კი მეცნიერებასთან დაკავშირებულ სამეცნიერო – საკონსულტაციო საბჭოს უხელმძღვანელებს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

Visited 26 times, 1 visit(s) today