განათლების მიმართულებით საქართველო რეგიონში ლიდერი ქვეყანა გახდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი ტყიბულისა და თერჯოლის დამსახურებულ პედაგოგებსა და სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს შეხვდა და მათ განათლების რეფორმის მიმართულებები გააცნო. მინისტრმა სახელმწიფოს მიერ საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის შეთავაზებული ჯილდოს შესახებ ისაუბრა. მიხეილ ბატიაშვილმა მადლობა გადაუხადა საპენსიო ასაკის ყველა იმ პედაგოგს, რომლებმაც წლების განმავლობაში პროფესიონალიზმითა და დაუღალავი შრომით არაერთი წარმატებული თაობა გაზარდეს – დღეს კი სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ჯილდოს მიღებით ღირსეულად ასრულებენ მრავალწლიან პედაგოგიურ საქმიანობას.
მიხეილ ბატიაშვილი: “განათლება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ეს დადასტურებულია იმით, რომ ბიუჯეტის 25% განათლების სისტემის რეფორმირებაში დაიხარჯება. რესურსი მოხმარდება როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სკოლების მშენებლობას, ასევე პედაგოგებისთვის ხელფასების გაზრდასა და თანამდეროვე სასწავლო გარემოს შექმნას. ამ პროცესში პედაგოგის როლი უმთავრესია. სწორედ ამიტომ, სექტემბრიდან როგორც პედაგოგთა, ასევე სკოლის ადმინისტრაციის ხელფასები გაიზრდება და ეს ზრდა, ყოველწლიურად გაგრძელდება.”​ განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, ტყიბულსა და თერჯოლაში მიმდინარეობს და დაგეგმილია სკოლების მშენებლობა და სრული რეაბილიტაცია.

Visited 90 times, 1 visit(s) today