განათლების სისტემაში რეფორმა 5 ძირითადი მიმართულებით განხორციელდება და უმნიშვნელოვანესი ყურადღება სკოლამდელ განათლებას მიენიჭება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„როგორც საერთაშორისო გამოცდილება და კვლევები აჩვენებს, სკოლამდელ განათლებაში ეყრება საფუძველი ბავშვის განათლების წარმატებას. თუ არ გვექნა კარგად განვითარებული, განათლებული პედაგოგებით უზრუნველყოფილი სწავლება, შეუძლებელია შემდეგ ეტაპებზე იმაზე საუბარი, რომ სკოლის და შემდეგ ეტაპებზე არ იყოს პრობლემა. რეფორმის პერიოდში უდიდესი ყურადღება მიექცევა სკოლამდელ განათლებას და ჩვენ უკვე ჩამოყალიბებული გვაქვს ეტაპები წლების მიხედვით, თუ როგორ განხორციელდება ეს ყველაფერი. 2022 წელს უნდა მივიღოთ ფაქტიურად 100%-ით დაფარვა, რომელიც მოიცავს დედაქალაქს და რეგიონებსაც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული სასწავლო სტანდარტები, ამ სისტემით გადამზადებული პედაგოგებით“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

Visited 182 times, 1 visit(s) today