განმუხურში შტორმისგან დაზიანებულ სანაპირო ზოლზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

განმუხურში შტორმისგან დაზიანებულ სანაპირო ზოლზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ზუგდიდის მერიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, ქვიშისა და ნატანი მასალისგან იწმინდება ცენტრალური ბულვარი, მიმდინარეობს შტორმისგან მოგლეჯილი მრავალწლიანი ხეების გადარგვა, ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან და ზუგდიდის მერთან ერთად გაეცნო. ძლიერმა ორდღიანმა შტორმმა ანაკლიაში, განმუხურსა და ფოთში სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურა დააზიანა, დაზიანდა ღია კაფეები, საშხაპეები და ბულვარის გამწვანება, სტიქიის შედეგად სერიოზულად დაზიანდა განმუხურის ამფითეატრი.

Visited 24 times, 1 visit(s) today