„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ საკითხებზე ტრენინგი გაიმართა

ბორჯომში, სასტუმრო „Crown Plaza“-ში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ ძირითად პრინციპებზე ტრენინგ-სემინარი გაიმართა. კოდექსი ევროკავშირის დახმარებით შემუშავდა, რომლის ერთ-ერთი ძირითადი რეგულაციაა სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება. ტრენინგ-სემინარი გაიმართა როგორც სამინისტროში შემავალი დარგობრივი სამსახურების, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისთვის. ტრენინგი პროექტის -,,სხვადასხვა გარემოსდაცვით სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მიახლოების მხარდაჭერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში“ – მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლები და ადგილობრივი ექსპერტები ესწრებოდნენ.

Visited 128 times, 1 visit(s) today