გასულ კვირას ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა დაადასტურა, რომ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ჯანსაღია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ანალიზი აჩვენებს და გასულ კვირას ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა დაადასტურა, რომ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ჯანსაღია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ლარის კურსთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ასეთ პირობებში ეროვნულ ბანკს აქვს ყველა საშუალება და მექანიზმი, რომ გადადგას პრინციპული ნაბიჯები.

„ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი სტრუქტურა და თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ გასულ კვირას განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები ჯანსაღია, მოლოდინები, მათ შორის ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, იყო გადაჭარბებული, რის გამოც ლარი ზედმეტად გაუფასურდა. ეროვნულ ბანკს აქვს საშუალება, გადადგას პრინციპული ნაბიჯები და ამისთვის გააჩნია ყველანაირი მექანიზმი”, – აღნიშნა პრემიერმა.

Visited 56 times, 1 visit(s) today