გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა გაერო-ში საქართველოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას მაღალი შეფასება მისცა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს პიტერ ტომფსონს შეხვდა. გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფორმატში აქტიური თანამშრომლობისთვის და გამოთქვა იმედი, რომ საქართველო მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორგანიზაციის მიზნების განხორციელებაში.
შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა გაერო-ს 71-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში მაღალი დონის ღონისძიებებში საქართველოს აქტიური ჩართულობა. პიტერ ტომპსონმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას მაღალი დონის შეხვედრის ორგანიზებას, რომელიც მდგრადი განვითარების ერთერთ უმთავრეს 16-ე მიზნის ეფექტურ შესრულებას მიეძღვნა. როგორც გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა აღნიშნა საქართველოს ინიციატივა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მდგრადი განვითარების მიზნების ინტერნაციონალიზაციაში. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. ​

Visited 169 times, 1 visit(s) today