გენერალური შტაბის უფროსმა ავღანეთში მყოფი სამხედროს ოჯახი მოინახულა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მყოფი I კლასის რიგითის, ალექსი ძაბილაშვილის ოჯახს ესტუმრა და ძველით ახალი წელი მიულოცა.

გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ალექსი ძაბილაშვილის ოჯახს საახალწლო საჩუქარი გადასცა და ავღანეთში მყოფი ოჯახის წევრის სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

„აქ ჩამოვედით ჩვენი ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის ოჯახისთვის ძველით ახალი წლის მისალოცად. აღსანიშნავია, რომ მას შეეძინა ვაჟი, რომელიც ჯერ მხოლოდ სურათებით და ინტერნეტით ჰყავს ნანახი. ჩვენი ალექსი ავღანეთში უდიდეს საქმეს აკეთებს და, სწორედ, ამ ახალ თაობას იცავს იქ თავისი სამსახურით. ოჯახს მინდა მივულოცო ახალი წელი და სიკეთე ვუსურვო. მამას გვინდა გავაგებინოთ, რომ ბავშვი ჯანმრთელადაა და მას შეუძლია, თავისი ამოცანის შესრულება წარმატებით გააგრძელოს“, – განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

Visited 142 times, 1 visit(s) today