გვირილობის დღესასწაული ქუთაისში ტრადიციულად ბაგრატის ტაძრიდან, ქალაქის დალოცვით დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გვირილობის დღესასწაული ქუთაისში ტრადიციულად ბაგრატის ტაძრიდან, ქალაქის დალოცვით დაიწყო. საზეიმო პარაკლისი ქუთათელ – გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ გადაიხადა.
ბაგრატის ტაძარში მოწვეულ სტუმრებთან ერთად, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორები: იოსებ ხახალეიშვილი და გიორგი ჭიღვარია, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი იმყოფებოდნენ.
ბაგრატის ტაძრის ეზოში ქალაქის დალოცვის შემდეგ პატარა ჩოხოსნების კურთხევის ცერემონიაც გაიმართა.
დღესვე, სასტუმრო “ბაგრატი 1003” – ში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიღება მოეწყო. საპატიო სტუმრებმა ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მთელ ქალაქს „გვირილობის“ დღესასწაული მიულოცეს და თანამშრომლობის ფარგლებში უკვე განხორციელებულ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ქუთაისქალაქობა დღის ბოლოს გალა–კონცერტით დასრულდება. სახალხო დღესასწაულის ფარგლებში ქალაქში 30 – მდე გასართობი და სანახაობრივი ღონისძიება არის დაგეგმილი.

Visited 217 times, 1 visit(s) today