გიორგი გახარია ლატვიის ვიცე-პრემიერს შეხვდა

17/03/2017

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია სამუშაო ვიზიტი ლატვიაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში გიორგი გახარია ლატვიის ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრ არვილს აშერადენის შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება იყო. ,,ეს იყო პირველი გაცნობითი შეხვედრა. იმედი მაქვს, რომ თანამშრომლობა უფრო ეფექტიანი გახდება. რადგან ჩვენს ქვეყნებს შორის ტრადიციულად ძალიან აქტიური პოლიტიკური დიალოგი, აქტიური პოლიტიკური მხარდაჭერა იყო. დავისახეთ მიზნად, რომ დავუმატოთ აქტიური ეკონომიკური თანამშრომლობაც. გვაქვს დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები, როგორც ბიზნესის ჭრილში, ასევე საკანონმდებლო მიმართულებით. სულ მალე, ვფიქრობთ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის გაიზრდება ეკონომიკური ურთიერთობა როგორც ვაჭრობის, ისე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებით,-‘’განაცხადა გიორგი გახარიამ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი რიგაში საქართველო-ლატვიის ერთობლივი მთავრობათაშორისი სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური კომისიის მე-3 სხდომაში მონაწილეობს. კომისიის სხდომა ლატვიის დედაქალაქში მეორე დღეა გრძელდება და მასში როგორც საქართველოდან, ისე ლატვიიდან სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები არიან ჩართულნი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0