გიორგი ერმაკოვმა ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დესისლავა ივანოვა მიიღო

ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დესისლავა ივანოვა მიიღო. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მერი სტუმარს ქალაქის განვითარების შესახებ ესაუბრა და ბათუმის ისტორია გააცნო. საუბარი ასევე შეეხო ქალაქის ტურისტულ პოტენციალს, მიმდინარე და სამომავლო პროექტებსა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თემას. შეხვედრაზე საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებულ დიპლომატიურ ურთიერთობებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

Visited 285 times, 1 visit(s) today