გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in this site default language. You may click one of the links to switch the site language to another available language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს, როგორც “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მოწინავე ქვეყნის მიღწევებზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკასა და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგზე. აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის, კიდევ უფრო აქტიური ნაბიჯები გადადგას ევროკავშირთან მეტად დაახლოებისთვის.
ევროკომისიის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოში განხორციელებული რეფორმები, ასევე – პრემიერ-მინისტრს მიულოცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წარმატებულად ჩატარება.

Visited 178 times, 1 visit(s) today