გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციას ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციას, რომელსაც სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერი, ჭანგ გაოლი ხელმძღვანელობს, ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა საქართველოში ვიზიტისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან დღემდე, ეს არის ჩინეთიდან საქართველოში პირველი მაღალი დონის წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის ბოლო პერიოდში გააქტიურებული თანამშრომლობა, კიდევ უფრო გაღრმავდება.

Visited 171 times, 1 visit(s) today