გიორგი მიშელაძე კოოპერაციული საწარმოს საქმიანობას გაეცნო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ახალი პროდუქტის“ საქმიანობას გაეცნო. კოოპერაციული საწარმო „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედებს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ახალი პროდუქტი“ მარტვილის მუნიციპალიტეტის 5 სოფლიდან (ლეხაინდრაო ნაჯახაო ონოღია , ვედიდკარი, ბანძა) 62 ადგილობრივ ფერმერს აერთიანებს. მათ საკუთრებაში არსებული ფურების რაოდენობა 475 სულს შეადგენს. „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გადაეცა რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები. „კოოპერაციული საწარმოში დღიურად 1,5ტონა რძეს გადავამუშავებთ. ვამზადებთ სულგუნსა და იმერულ ყველს, ვგეგმავთ წარმოების გაფართოებას და ახალი პროდუქტების დამატებას.“ აცხადებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ახალი პროდუქტის“ დირექტორი მიხეილ კორთხონჯია. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ახალი პროდუქტი“ ასევე ჩართულია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო (ENPARD) პროგრამაში. „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაგემილია მიმდინარე წელს საქართველოს 8 რეგიონში, სხვადასხვა სიმძლავრის 13 კოოპერაციული საწარმო აშენება. „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნედლი რძის მიმღებ-გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმოების შექმნის სტიმულირება.

Visited 295 times, 1 visit(s) today