გიორგი მღებრიშვილი ბელორუსის შს მინისტრს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მინსკში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბელორუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ შუნევიჩს შეხვდა.

როგორც prof-news შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის, ორგანიზებულ და ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლისა და ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საქართველოს შს მინისტრმა ბელორუს კოლეგას სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

“დანაშაულს საერთოდ და კერძოდ, ორგანიზებულ დანაშაულს, საზღვრები არ გააჩნია. ამდენად, სახელმწიფოების სამართლდამცავი ორგანოების მჭიდრო, საქმიანი ურთიერთობა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ უფრო ეფექტიანს ხდის”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

ბელორუსის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქართული ბიზნესი ბელორუსში თავს დაცულად გრძნობდეს და განვითარდეს. იგორ შუნევიჩმა ასევე ხაზი გაუსვა ქართული პოლიციის მაღალ სტანდარტს და ყურადღება გამოცდილების ურთიერთგაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

მხარეები ორი ქვეყნის პოლიციის აკადემიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზეც შეთანხმდნენ. ვიზიტის ფარგლებში, ორ სამინისტროს შორის “შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომლების არასრულწლოვანი ბავშვების გაჯანსაღების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ” ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი.

Visited 124 times, 1 visit(s) today