შიდა ქართლის გუბერნატორი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა, სადაც სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებს შეხვდა.
“გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან ვიმყოფები. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი რეგიონისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ცენტრია, ახალგაზრდებს საშუალება გაქვთ მიიღოთ სრულფასოვანი განათლება, რომელსაც შემდეგ ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოიყენებთ. ასევე, მადლობას გიხდით პროფესორ-მასწავლებლებს თქვენი საქმიანობისთვის“ – მიმართა შეკრებილებს რწმუნებულმა.
ხოჯევანიშვილის თქმით, რწმუნებულის ადმინისტრაცია მზდაა მჭიდროდ ითანამშრომლოს უნივერსიტეტთან და სტუდენტების ჩართულობით გარემოსდაცვითი თუ ეკოლოგიის მიმართულებით რეგიონისთვის საჭირო აქტივობები განახორციელოს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა