„გორის დღეები 2017“ – ის აღსანიშნავ კონცერტზე გორის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვეს

შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა და გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსემ მაკრახიძემ „გორის დღეები 2017“ – ის აღსანიშნავ კონცერტზე გორის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვეს.
წელს საპატიო გორელის წოდება 7 მოქალაქეს მიენიჭა. ესენი არიან: რეჟისორი – სოსო ნემსაძე, კომპოზიტორი – მაყვალა ხორბალაძე, მხატვარი – გულნარა ჩიტაძე, ქორეოგრაფი – ომარ ხუბაევი, ისტორიკოსი – ელდარ მამისთვალაშვილი, მსახიობი და რეჟოსორი – ანზორ გვაძაბია და დირიჟორი თეონა ცირამუა.

Visited 230 times, 1 visit(s) today