მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ, ბრატისლავას კამინსკის უნივერსიტეტის პროფესორ ლუბორ მატეჟკოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს საგანმანთლებლო კუთხით თანამშრომლობა და ამ მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიებების ერთობლივად განხორციელება წარმოადგენს, კერძოდ, სლოვაკეთში არსებულ სასოფლო-სამეურნეო კოლეჯსა და წინამძღვრიანთკარის პროფესიულ სასწავლებელს შორის სამომავლო ურთიერთანამშრომლობა, რაც გამოცდილების გაზიარებას, სტუდენტების გაცვლას და სხვა საგანმანათლებლო აქტივობების ხელისშეწყობას გულისხმობს. ლუბორ მატეჟკომ, „მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების“ სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა შალვა გივიშვილმა და საქართველო-სლოვაკეთის მეგობრობის კლუბის ხელმძღვანელმა დავით ცირეკიძემ წინამძღვრიანთკარის პროფესიული სასწავლებელი დაათვალიერეს. მცხეთა-მთიანეთის მხარესა და სლოვაკეთს შორის სხვადსხვა სფეროში თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.