ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძემ და გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძემ, რუსთავის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ხეჩიკაშვილმა, #11 და #18 საჯარო სკოლების მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი 2017-2018 სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
ხელისუფლების წარმომადგენლები სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას და პირველკლასელთათვის სახელმძღვანელოების გადაცემას დაესწრნენ, დაათვალიერეს საკლასო ოთახები და პედაგოგებს გაესაუბრნენ.
რუსთავის 26 საჯარო სკოლიდან სასწავლო პროცესი 23-ში დაიწყო, სამ სკოლაში პროგრამა ,,მილენიუმის“ ფარგლებში სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს და მოსწავლეები ქალაქის სხვადასხვა საჯარო სკოლაში გადანაწილდნენ.
წელს რუსთავის საჯარო სკოლებში 2 375 პირველკლასელია.