გრიგოლ ნემსაძე თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, სამხარეო ადმინისტრაციაში, თურქეთის რესპუბლიკის ელჩს ფატმა ჯერენ იაზგანს უმასპინძლა. გრიგოლ ნემსაძემ ახლად დანიშნულ ელჩს ქვემო ქართლის პოტენციალი გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე და თურქეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ჰუსეინ შანლი.

Visited 196 times, 1 visit(s) today