საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციამ კარალეთში მცხოვრებ ადუაშვილბის მრავალშვილიან ოჯახს საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად მასლები გადასცა. თეა ადუაშვილი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად სოფელ კარალეთში, ერთოთახიან ბინაში ქირით ცხოვრობს. ადუაშვილებს გუბერნატორი ახალ წელსაც სტუმრობდა, ოჯახის მდგომარეობას გაეცნო და დახმარება აღუთქვა. ადუაშვილების თქმით, გუბერნატორის მიერ გაწეული დახმარება მათ ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის.
“ჩვენ გვაქვს მიწის ფართობი, სადაც დაუყოვნებლივ დავიწყებთ სახლის მშენებლობას. მადლობა გუბერნატორს კეთილი საქმისთვის, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის ჩემი და ჩემი შვილების მდგომარეობას და მომავალს“, – ამბობს თეა ადუაშილი.
“თეა ადუაშვილი იმ ადამიანის მაგალითია, რომელიც არ ეგუება მატერიალურ პრობლემებს და ღირსეულად უმკლავდება არსებულ გამოწვევებს. ასეთ პიროვნებებს აუცილებლად სჭირდება დაფასება და მხარში დგომა. ჩვენი, როგორც მოქალაქეების და საჯარო მოხელეების მოვალეობაა, მხარში დავუდგეთ და შევუმსუბუქოთ ტვირთი, რათა მათ უზრუნველყონ შვილების ღირსეულ მოქალაქეებად აღზრდა”, – განაცხადა მხარისრწმუნებულმა კახა სამხარაძემ.
აღსანიშნავია, რომ მრავალშვილიანი ოჯახისთვის საშენი მასალების შეძენა არა საბიუჯეტო თანხებით, არამედ შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების შემოწირულობებით გახდა შესაძლებელი. სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, კარალეთში იმყოფებოდა გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, რომელიც ახალი სახლის მშენებლობისა და კეთილმოწყობის პროცესში ადუაშვილებს დახმარებას დაპირდა.