გუბერნატორი რეგიონულ სამსახურებთან შეხვედრებს აგრძელებს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურიის გუბერნატორი რეგიონულ სამსახურებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად ზურაბ ნასარაია, გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრისა და სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, ოზურგეთის რაიონული სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა.
გუბერნატორი ადგილზე გაეცნო სამსახურების საქმიანობას და მათთან ერთად განიხილა მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემური საკითხები. ზურაბ ნასარაიამ აღნიშნული სამსახურების წარმომადგენლებს წარმატებები უსურვა და კოორდინირებული მუშაობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.

Visited 91 times, 1 visit(s) today