გუდაურში ზაფხულის სეზონი გაიხსნა

10/07/2020

გუდაურში ზაფხულის სეზონი გაიხსნა. ადგილზე ჩასულ დამსვენებლებს მოემსახურება „გუდაურა“ (გონდოლა) და კობი-გუდაურის საბაგიროები 11:00 – 17:00 საათამდე. ფუნქციონირებს ველობილიკი, რომლის სიგრძე 5000 მეტრია. ბილიკები გათვლილია, როგორც პროფესიონალი ისე მოყვარული ველომრბოლელებისთვის. ადგილზე მობილიზებულნი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის დახმარებას უწევენ ადგილობრივ მოსახლეობას და ჩამოსულ დამსვენებლებს. ყოველდღიურ შემოწმებას გადის კურორტზე მოქმედი ყველა საბაგირო. მოსახლეობისა და ჩამოსული დამსვენებლების უსაფრთხოებას შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფი იცავს”. შექმნილია შესაბამისი რეგულაციებიც,რომელიც გუდაურის ტერიტორიაზე კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით გამოიყენება. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე,მოადგილესთან გოჩა ქავთარაძესთან და მთის კურორტების განვითარების კომპანიის „გუდაურის მთის” დეპარტამენტის უფროსთან ნიკო ჩქარეულთან ერთად, გუდაურში საზაფხულო სეზონის მიმდინარეობას გაეცნო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0