გურამიშვილის ქუჩაზე ასფალტირების სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურამიშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. საავტომობილო გზის რეაბილიტაცია პროექტის მიხედვით ქუჩის ასფალტირებას და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას ითვალისწინებს. სამუშაოებს „საპოვნელა +“ ახორციელებს. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. გზის კეთილმოწყობისთვის 207451 ლარია განსაზღვრული. გურამიშვილის ქუჩას ათეულობით წლებია არ ჩატარებია სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოუწესრიგებელი გზის მონაკვეთზე გადაადგილება სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა, როგორც ტრანსპორტით მოსარგებლეებს, ასევე ქვეითად მოსიარულეებსაც. გზის მშენებელი ორგანიზაციის ინფორმაციით გურამიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია კვირის ბოლომდე დასრულდება. მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

Visited 176 times, 1 visit(s) today