გურიაში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურ ფაზაშია

გურიის რეგიონში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურ ფაზაშია. რეგიონის მასშტაბით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით საკარმიდამო ტერიტორიები, ხოლო ცივი შესხურების მეთოდით სიმინდის მასივები მუშავდება. დღეს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში, (დაბა ჩოხატაური, ამაღლება, გამოღმა დობირო, განთიადი, გორაბერეჟოული, გუთური, დაბლაციხე, ზემო სურები, ზომლეთი, კოხნარი, ქვემო ხეთი, ქვენობანი, შუა სურები, ხევი) თერმული ნისლის ტექნოლოგიით, საკარმიდამო ფართობები დამუშავდა.
შეწამვლით ღონისძიებებს გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე, მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკა მესხი, რისკებზე რეაგირების დეპარტამენტის უფროსი დავით აშორდია, მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან ერთად გაეცნენ და მიმდინარე ღონისძიებები დეტალურად განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა გარდამტეხ ფაზაშია და ღონისძიებებში, ადგილობრივი მოსახლეობის და ფერმერების ჩართულობა მნიშვნელოვანია. ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, სოფლის ტერიტორიებზე გაორმაგებული რაოდენობით, ფერომონების განთავსება მიმდინარეობს. ტყისპირა პერიმეტრებზე, მონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები. ფუტკრის დაცვის მიზნით, ღონისძიებები მეფუტკრეებთან კოორდინირებული თანამშრომობით იგეგმება. ღონისძიებების დაწყების შესახებ, მოსახლეობას შეტყობინება გზავნილების სახით, 24 საათით ადრე ეგზავნებათ.
დღეის მონაცემებით, გურიის რეგიონში, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 16 620 ჰა ფართობი; ცივი შესხურების მეთოდით 8 109 ჰა ფართობი, სოფლის ტერიტორიებზე განთავსებულია 5 170 „მოიზიდე და გაანადგურე“ და 370 მონიტორინგის ფერომონი.

Visited 186 times, 1 visit(s) today