გურიაში 2016 წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას, მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ალავიძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის – რეგიონების პროექტების მონიტორინგის სამსახურის უფროსი მინდია ღლონტი, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები გაეცნენ.
სამუშაო შეხვედრაზე გასულ წელს რეგიონში განხორციელებული პროექტები შეაჯამეს და ოთხივე მუნიციპალიტეტში 2016 წელს მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს. დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტების მიხედვით ადგილობრივი ბიუჯეტითა და რეგიონული პროექტების ფონდიდან დაფინანსებული სამუშაოები.

Visited 176 times, 1 visit(s) today